ქართული (Georgian) English
გაზეთმა The Independent თბილღვინოს ქვევრის რქაწითელი მსოფლიოს 13 საუკეთესო ქვევრის ღვინოს შორის დაასახელა. სრული სტატიის წასაკითხად მიჰყევით ბმულს:

თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ქალაქ ბორდოში, საფრანგეთი 14-18 ივნისს. თბილღვინოს პროდუქცია  წარმოდგენილი იყო პირველ დარბაზში, სტენდზე CD 309 

თბილისი, 24 აპრილი 2015 - Golden Brand 2014-ის გამარჯვებულად ქართული ღვინის კომპანიებს შორის “თბილღვინო” დასახელდა. აღსანიშნავია, რომ “თბილღვინომ“ „რჩეული ბრენდის“ ტიტული შვიდგზის მიიღო - 2006, 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014

თბილღვინო მონაწილეობას იღებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში  “Wine and Gourmet Japan”, რომელიც ჩატარდება ტოკიოში 15-17 აპრილს. 

თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ქალაქ დუსელდორფში, გერმანია 15-17 მარტს. თბილღვინოს პროდუქცია  წარმოდგენილი იყო მე-15 დარბაზში, სტენდზე K02.

2014 წლის 4 დეკემბერს  „ბედრონკამ“ ქსელში შეიტანა „თბილღინოს“ მიერ წარმოებული ალაზნის ველი წითელი ნახევრადტკბილი სავაჭრო ნიშნით „დიდებული“.

 

2014 წლის 6-8 ნოემბერს ჰონგ-კონგში გაიმართა ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა (HKTDC), რომელშიც „თბილღვინო“ უკვე მე-6 წელია წარმატებით მონაწილეობს.

თბილღვინოს მიერ წარმოებულმა ღვინომ - საფერავი განსაკუთრებული მარაგი 2012, რომელიც ფრანგული მუხის კასრში ძველდება,  ოქროს ჯილდო მიიღო მუნდუს ვინის კონკურსზე. 

       

 „თბილღვინო“ მრავალი წელია წარმატებულად თანამშრომლობას მსოფლიოში ყველაზე მსხვილ იტალიურ კომპანიასთან Verallia - Saint Gobain Vetri.

2014 წელს „თბილღვინომ“ 11 ბრინჯაოს მედალი და 7 ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი მიიღო ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან კონკურსებზე.       
                                
29 მაისი 2014 - გაზეთმა The FINANCIAL გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან, კომპანია "თბილღვინოს" დირექტორთან, სადაც საუბარია კომპანიის სტრატეგიებსა და მიღწევებზე.

ქართულ კომპანიებს შორის „თბილღვინო“  პირველი კომპანიაა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აზიის ყველაზე მსხვილ და პრესტიჟულ გამოფენაში Vinexpo Asia Pacific 2014 რომელიც ჩატარდა 27-29 მაისს ჰონგ-კონგში. 

 

 

7 მაისი 2014 წელი -საერთაშორისო კონკურსზე International Wine Challenge კომპანია "თბილღვინოს" ღვინოებმა სამი ბრინჯაოს მედალი და სამი დიპლომი მოიპოვეს: 

თბილისი, 29 აპრილი 2014 - 100-მდე ექსპერტის შეფასებით Golden Brand 2013-ის გამარჯვებულად ქართული ღვინის კომპანიებს შორის “თბილღვინო” დასახელდა. 

თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა ქალაქ დუსელდორფში,  გერმანია 23-25 მარტს.  თბილღვინოს პროდუქცია  წარმოდგენილი იყო მე-6 დარბაზში, სტენდზე B52

იხილეთ ბმული

გამოცემა Hvino News-მა უკვე მეორედ გამოაქვეყნა ქართული ღვინის კომპანიების საერთაშორისო მედია რეიტინგი. მათი ანგარიში ამჯერად 20 თვიან მონიტორინგს ემყარება. სიის სათავეში, ისევე როგორც 2012 წელს, არის თბილღვინო.    
                   
                               

ბრიტანულმა გამოცემა DailyMail-მა მიუძღვნა ვრცელი სტატია თბილღვინოს ქვევრის წარმატებულ დებიუტს ბრიტანეთის ბაზარზე.


                                        

2013 წლის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის ყველაზე მსხვილმა საცალო ვაჭრობის ქსელმა თბილღვინოსთან პარტნიორობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. შედეგად თბილღვინოს ეწვია მარქს & სპენსერის დელეგაცია, რომლებმაც საწარმოს საფუძვლიანი ინსპექტირებისა  და დეგუსტაციების შედეგად შეარჩიეს ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო.


2013 წლის 7-9 ნოემბერს ჰონგ-კონგში გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა (HKTDC), რომელშიც „თბილღვინო“ უკვე მე-5 წელია წარმატებით მონაწილეობს.

2013 წლის 13-15 ნოემბერს კი პირველად ჩატარდა ProWein China 2013, სადაც 500 მონაწილე კომპანიას შორის წარმოდგენილი იყო "თბილღვინო".



თბილღვინომ ხელი მოაწერა ექსკლუზიურ ხელშეკრულებას უკრაინულ კომპანია „რითეილ გრუპთან“.  სექტემბრიდან თბილღვინოს მიერ წარმოებული ღვინო სავაჭრო ნიშნით „საქართველოს ველები“ გამოჩნდება  „ველიკა კიშენიას“ და „ველმარტის“ ქსელში.

 

 

რთველის მოსამზადებელ პერიოდში Forbes Georgia-ს აგვისტოს ნომრის მთავარი თემა არის ღვინო. ჟურნალში შეგიძლიათ წიკითხოთ ძმები მარგველაშვილების ვრცელი პროფილი და იხილოთ სინტერესო ფოტოსესია.

Georgia Direct არის BBC-ის სერიების ციკლი, რომელიც ეძღვნება საქართველოს და აკვირდება ქვეყანას პრესის სათაურებს მიღმა. გადაცემა განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს საქართველოს მოსახლეობას, ეკონომიკასა და კულტურას.

გადაცემის წამყვანმა, ტომ ესლემონმა, სერიაში Working Lives in Georgia: Wine merchant უმასპინძლა "თბილღვინოს" პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

მანანა ვარდიაშვილი, ჟურნალი ლიბერალიდან, ესაუბრა "თბილღვინოს" პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. ინტერვიუში განხილულია ისეთი თემები, როგორებიცაა სახელმწიფოს რთველის პოლიტიკა, რუსეთის ბაზრის გახსნა და მეღვინეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია. 

2013 წლის 7-9 ივნისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეექვსე საერთაშორისო გამოფენა. გამოფენის ფარგლებში ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით, გაიმართა ღვინის კონკურსი.  უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული კომპანიები.  აღნიშნულ კონკურსზე 3 ჯილდო მოიპოვა თბილღვინოს მიერ წარმოებულმა ღვინოებმა:

ქვევრის  2011 თეთრი მშრალი  - ოქრო

საფერავი 2012 წითელი მშრალი - ოქრო

ქინძმარაული 2012 წითელი ნახევრად ტკბილი - ვერცხლი

2013  წლის 20 მაისს ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ცნობილი გახდა რომ თბილღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღო მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ღვინის კონკურსებზე - დეკანტერისა (Decanter World Wine Award)  და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე (IWSC).
Golden Brand 2012-ის გამარჯვებულად ქართული ღვინის კომპანიებს შორის თბილღვინო დასახელდა.

2013 წლის 26 თებერვალს თბილღვინოს „როსპოტრებნადზორის" სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებმა დეტალურად შეამოწმეს საწარმოოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. საწარმოში 2009 წლიდან დანერგილია ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის ორი სტანდარტი ISO 9001 და ISO 22000, რაც გვაძლევს იმის იმედს რომ „როსპოტრებნადზორი“ გასცემს ნებართვას თბილღვინოს მიერ წარმოებული პროდუქცის ექსპორტი მოხდეს რუსეთის ფედერაციაში.

2013 წლის 24-26 მარტს თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2013, რომელიც ჩატარდა გერმანიის ქალაქ დუსელდორფში. ქართული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით თბილღვინოს პროდუქცია  წარმოდგენილი იყო   მე-6 პავილიონში, სტენდზე B52.

8-10  ნოემბერი, 2012 ჰონგ კონგი -  თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო  ჰონგ კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში.

Decanter Asia Wine Awards ერთ-ერთი შვილობილი კონკურსია Decanter World Wine Awards, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. ეს კონკურსი განკუთვნილია კონკრეტულად აზიის ბაზრებისთვის.

2012 წლის 22-24 სექტემბერს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის კონკურსი, სადაც 22 ქართულმა და უცხოურმა ღვინის კომპანიამ წარმოადგინა თავისი პროდუქცია.  უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული კომპანიები.  აღნიშნულ კონკურსზე 2 ჯილდო მოიპოვა თბილღვინოს მიერ წარმოებულმა ღვინოებმა:

15 სექტემბერი, 2012 - არასამთავრობო ორგანიზაციამ Rotary Club of Almaty, ყაზახეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა ქართული რთველისადმი მიძვნილ საღამოს, რომლის ერთ-ერთი სპონსორი თბილღვინოც იყო. მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას და ტრადიციებს.

11-14 სექტემბერი, 2012 – თბილღვინომ უკრაინული კომპანიის, ვინფორტის დელეგაციას უმასპინძლა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები უკეთ გაეცნენ თბილღვინოს ისტორიას, დააგემოვნეს ღვინოები, მოინახულეს თბილისის ღირშესანიშნაობები და მცხეთა, აგრეთვე ეწვიენ კახეთის რეგიონს.

ყვარელში, თბილღვინოს ახლად გახსნილ ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმოში, დაესწრენ ყურძნის მიღების და გადამუშავების პროცესს.

3 სექტემბერი, 2012 - თბილღვინომ ყურძნის პირველადი გადამუშავების თანამედროვე საწარმო გახსნა ყვარელში, კახეთის რეგიონი.

გამოცემა Hvino News-მა მსოფლიო მედიის 3 თვიანი მონიტორინგის შედეგად ქართული ღვინის კომპანიების პირველი მედია-რეიტინგი გამოაქვეყნა.

ანალიტიკური ანგარიში მოიცავს საერთაშორისო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ქართული ღვინის  კომპანიების მოხსენიების სიხშირეს. მედია-მონიტორინგის შედეგად  ცნობილი გახდა, რომ სიის პირველ ადგილს კომპანია „თბილღვინო“ იკავებს. კომპანიის ამგვარი პოზიციონირება განაპირობა მედიისადმი გახსნილობის მაღალმა ხარისხმა, რამაც თავისთავად შეუწყო ხელი ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ  news.hvino.com

8-12 ივნისი, 2012 - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ღვინის საღამოები გაიმართა სეულსა და ჰონგ კონგში.

ჰონგ-კონგში ღვინის საღამო გახსნა ცნობილმა ღვინის მაგისტრმა, ღვინის თემატიკაზე მომუშავე გავლენიანმა ჟურნალისტმა დებრა მეიბურგმა, რომელმაც მიმოიხილა ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია.  თბილღვნომ 4 დასახელების  ღვინო წარუდგინა მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორისაც იყვნენ ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები და ჟურნალისტები.

22 მაისი, 2012 - ლონდონის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფნის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ თბილღვინომ მოიპოვა 7 ბრინჯაო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე (IWSC);  აგრეთვე 1 ბრინჯაო და 3 დიპლომი დეკენტერის კონკურსზე  (Decanter)

ქართული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო ღვინის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა  ლონდონში 2012 წლის 22-24 მაისს.

 

9-11 მაისი, 2012 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ლატვიასა და ლიტვაში ჩატარდა „ქართული ღვინის დღეები“. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშია.

10 მაისი, 2012 თბილისი - „ღვინის ისტორიის ფონდის“ ორგანიზებით  გაიმართა ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი. ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსი ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას და  ღვინის კულტურის, მოხმარების პოპულარიზაციას.

ღვინის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ქართულმა კომპანიამ.  უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული  საუკეთესო ღვინოები.

25-27 აპრილი, 2012 პრაღა, ჩეხეთი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ხელშეწყობით თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო ღვინისა და დელიკატესების მე-15 საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ქალაქ პრაღაში.

19 აპრილი, 2012 თბილისი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულმა ასოციაციამ უმასპინძლა ჩეხი და პოლონელი ჟურნალისტების, გამომცემლებისა და ექსპერტების ჯგუფს საქართველოში.  პროექტის მთავარი მიზანი იყო ქართული კულტურისა და  ქართული მეღვინეობის ტრადიციების გაცნობა.  ამ მიზნით სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე და ეწვიენ ღვინის მწარმოებელ კომპანიებსაც.

თბილვინოს ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინდა პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოწვეული სიტუმრებისთვის.

თბილისი, 4 აპრილი 2012 - 200-მდე ექსპერტის შეფასებით Golden Brand 2011-ის გამარჯვებულად ქართული ღვინის კომპანიებს შორის თბილღვინო დასახელდა. აღსანიშნავია, რომ თბილღვინო Golden Brand-ის ჯილდოს ოთხგზის მფლობელია - ეს საპატიო ტიტული კომპანიამ მიიღო 2006, 2009, 2010 წლებში.

ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული და იგი ხშირად ბიზნესის ოსკარად მოიხსენიება.


თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო 2012 წლის 4-6 მარტს გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა ქალაქ დუსელდორფში,  გერმანია. ქართული ღვინის ასოციაციის დახმარებით თბილღვინოს პროდუქცია  წარმოდგენილი იყო  მე-3 დარბაზში, სტენდზე G08

2011 წლის 4 ოქტომბერს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, ხელი მოაწერა 1,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას თბილღვინოსთან, რაც საშუალებას მისცემს თბილღვინოს ააშენოს ღვინის პირველადი საწარმო ყვარლის რაიონში.

სესხი ნაწილია თბილღვინოს 3 მილიონი დოლარის ოდენობის საინვესტიციო პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების გაფართოებას, ექსპორტის მოცულობის გაზრდას, პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებას და კომპანიის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

2011 წლის 22 დეკემბერს იერუსალიმში გამართულ გალა საღამოზე ცნობილი გახდა ტერავინო 2011 ალკოჰოლური სასმელების კონკურსის შედეგები, სადაც თბილღვინოს მიერ წარმოებულმა წინანდალმა ვერცხლის მედალი აიღო.

თბილღვინოს საფერავი 2010 წლის მოსავალი დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით, კატავინუმის ღვინის საერთშორისო კონკურსზე (IWCC), რომელიც გაიმართა 2011 წლის დეკემბერში ესპანეთში.

 

HKTDC აზიის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ალკოჰოლური სასმელების გამოფენაა,  რომლის ფარგებლებშიც ჩატარდა The Cathay Pacific Hong Kong International Wine & Spirit Competition.

ეს კონკურსი ერთ-ერთ უპირატესი კონკურსია აზიის ბაზარზე, რომელიც პრიორიტეტად თვლის უმთავრესად აზიელი მომხმარებლის გემური თვისებების გათვალისწინებას.  სწორედ ამ კონკურსზე თბილღვინოს მუხაში დაძველებულმა საფერავმა  ბრინჯაოს მედალი აიღო.

თბილღვინომ 2011 წლის 2-4 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა კიევში.  გამოფენაში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის „სამტრესტის“ დახმარებით.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), ხელი მოაწერა 1,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას თბილღვინოსთან.

23 სექტემბერს „თბილღვინომ“ უმასპინძლა თავის ოფისში მსოფლიო დონის ღვინის ექსპერტების მიერ ჩატარებულ ღვინის მასტერ კლასსა და ბრმა დეგუსტაციას, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI)  ხელშეწყობით.

ჩინეთის ღვინის კონკურსი ერთადერთი კონკურსია, სადაც ღვინის შეფასება ხდება ჩინელი მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. შეფასების კრიტერიუმებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩინელი ღვინის მოყვარულების გემოვნებას ასახავს. ჩინეთის ღვინის კონკურსმა თავიდანვე მიიპყრო ისეთი ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ყურადღება, როგორებიცაა საფრანგეთი, ჩილე, ავსტრალია, იტალია, ესპანათი სულ 20 ზე მეტი ქვეყანა. კონკურსის მთავარ მიზანს წარმოადგენს, იმ ღვინობის წარმოჩენა და შეფასება რომლებიც ყველაზე მეტად არის მისაღები ჩინელი მომხმარებლისთვის.

 

1-5 სექტემბერი, 2011 - თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო European Specialty (Foods and Farm Products) Promotion Exhibition გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ურუმჩიში, ჩინეთი. 

3 ივნისი, 2011 თბილისი - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-4 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, რომელიც მოეწყო საგამოფენო ცენტრის ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ჩატარდა ღვინის მე-3 საერთაშორისო კონკურსი. ეს იყო პირველი საერთაშორისო კონკურსი რომელიც ჩატარდა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით. საკონკურსო ღვინოების შეფასება მოხდა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტების სრული დაცვით - დახურული დეგუსტაციის მეშვეობით.

2011 წელს თბილღვინოს სამი სახეობის ღვინომ მოიპოვა 3 ბრინჯაოს მედალი

სავაჭრო ნიშანი - საქართველოს ველები

რქაწითელი 2010 თეთრი მშრალი - ბრინჯაო

წინანდალი 2010 თეთრი მშრალი - ბრინჯაო

საფერავი 2010 წითელი მშრალი - ბრინჯაო

 

თბილღვინოს ღვინოებმა 2 ბრინჯაოს  ჯილდო და 3 დიპლომი მიიღეს დეკანტერი 2011 პრესტიჟულ კონკურსზე

სავაჭრო ნიშანი თბილღვინო

საფერავი 2010 წითელი მშრალი - ბრინჯაო

მუკუზანი 2010 წითელი მშრალი – ბრინჯაო

წინანდალი 2010 თეთრი მშრალი – სიგელი

კაბერნე-საფერავი 2010 – წითელი მშრალი – სიგელი

ქინძმარაული 2010 – წითელი ნახევრად ტკბილი – სიგელი


ქართული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო ღვინის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ლონდონში 2011 წლის 17-19 მაისს.

ეს არის ერთ-ერთი პრესტიჟული, სპეციალიზირებული გამოფენა, რომელსაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ეწვევიან ხოლმე.  გამოფენაზე მონაწილეობით თბილღვინომ შეძლო წარედგინა თავისი პროდუქცია ქართული ღვინით დაინტერესებული იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და ექსპერტებისთვის.

27-29 მარტი, 2011  დუსელდორფი - თბილღვინომ კიდევ  მიიღო მანაწილეობა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა ქალაქ დუსელდორფში,  გერმანია.  გამოფენაზე მონაწილეობის მიღება შესაძლებელი გახდა ქართულ ღვინის ასოციასთან თანამშრომლობით.

კრაკოვი, პოლონეთი - 2010 წლის 17-19 ნოემბრს კრაკოვის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა ENOEXPO-ს, ღვინის მე-8 საერთაშორისო სპეციალიზირებულ  გამოფენას.  ყოველწლიურად ENOEXPO საშუალებას აძლევს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს გააცნონ საკუთარი ასორტიმენტი იმპორტიორებს და ღვინის ექსპერტებს მსოფლიო მაშტაბით. გამოფენაზე ფორმდება ახალი კონტრაქტები, ტარდება ენოლოგიური ტრენინგები და ღვინის პრეზენტაციები.

 

 

კანადის საკვები პროდუქტებისა და ღვინის პრესტიჟულმა გამოფენამ “მეტრო ტორონტო საგამოფენო ცენტრში” 2010 წლის 18 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლა ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, მათ შორის კომპანია “თბილღვინოს”. საკვები პროდუქტებისა და ღვინის ყოველწლიური გამოფენა საშუალება მისცა ღვინის ექსპერტებსა და მოყვარულებს დააგემოვნონ 1,500 სხვადასხვა სახეობის საუკეთესო ღვინო მთელი მსოფლიოდან. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტთან თანამშრომლობით დახმარება გაუწია ქართული ღვინის მწარმოებელ რამოდენიმე კომპანიას, მათ შორის, თბილღვინოს მონაწილეობა მიეღოთ Wine for Asia გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა 2010 წლის 28-29 ოქტომბერს სინგაპურში.

2010 წლის 9 მარტს მარკეტინგული კომპანია Global Idea, გაზეთი FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გაიმართა ოქროს ბრენდის დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონიალი.

 

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009