ქართული (Georgian) English

თბილღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღო მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ღვინის კონკურსებზე ლონდონში

2013  წლის 20 მაისს ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ცნობილი გახდა რომ თბილღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღო მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ღვინის კონკურსებზე - დეკანტერისა (Decanter World Wine Award)  და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე (IWSC).

Decanter World Wine Awards  და IWSC მსოფლიოში წამყვანი ღვინის კონკურსებია, რომლებიც ცნობილია შეფასების მკაცრი კრიტერიუმებით, რის გამოც ღვინის ორივე კონკურსი განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

„ჩვენ გვეამაყება რომ ჩვენმა ღვინოებმა მედლები მიიღეს ამ კონკურსებზე.  ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი ღვინის მაღალ ხარისხზე“- განაცხადა თბილღვინოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

 

IWSC 

რქაწითელი  2012, თეთრი მშრალი  - ვერცხლი

წინანდალი 2011, თეთრი მშრალი - ბრინჯაო

ქინძმარაული  2012 წითელი ნახევრად ტკბილიბრინჯაო


Decanter World Wine Awards

საფერავი 2012. წითელი მშრალი - ბრინჯაო

რქაწითელი  2012, თეთრი მშრალიდიპლომი

წინანდალი  2011, თეთრი მშრალიდიპლომი

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009