ქართული (Georgian) English

თბილღვინოს მორიგი აღიარება ღვინის კონკურსზე საქართველოში

2013 წლის 7-9 ივნისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეექვსე საერთაშორისო გამოფენა. გამოფენის ფარგლებში ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით, გაიმართა ღვინის კონკურსი.  უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული კომპანიები.  აღნიშნულ კონკურსზე 3 ჯილდო მოიპოვა თბილღვინოს მიერ წარმოებულმა ღვინოებმა:

ქვევრის  2011 თეთრი მშრალი  - ოქრო

საფერავი 2012 წითელი მშრალი - ოქრო

ქინძმარაული 2012 წითელი ნახევრად ტკბილი - ვერცხლი

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009