ქართული (Georgian) English

თბილღვინოს ქვევრის ღვინო დიდ ბრიტანეთში მარქს & სპენსერის ქსელში გამოჩნდება

2013 წლის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის ყველაზე მსხვილმა საცალო ვაჭრობის ქსელმა თბილღვინოსთან პარტნიორობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. შედეგად თბილღვინოს ეწვია მარქს & სპენსერის დელეგაცია, რომლებმაც საწარმოს საფუძვლიანი ინსპექტირებისა  და დეგუსტაციების შედეგად შეარჩიეს ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო.

ნოემბრის ბოლოს მთელი ბრიტანეთის მაშტაბით მარქს&სპენსერის 77 მაღაზიაში პირველად გაიყიდება ქვევრის ღვინო.

თბილღვინოში ჩამოსხმული ქვევრის ღვინო ტრადიციული კახური მეთოდით მზადდება.  ერთ-ერთი ყველაზე უძველესი რქაწითელის ყურძნი დაჭყლეტვის შემდეგ თავსდება ქვევრში, სადაც ხდება მისი დადუღება ჭაჭაზე რამოდენიმე თვის მანძილზე.

თბილღვინოს ქვევრის ღვინომ საერთაშორისო და ადგილობრივ ღვინის კონკურსებზე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა -  ლონდონის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი 2012 - ბრინჯაოს მედალი, საქართველოს საერთაშორისო ღვინის კონკურსი 2011, 2012 და 2013 წლები -ერთი ვერცხლი და ორი ოქროს ჯილდო.

ზოგადი ინფორმაცია:   მარქს&სპენსერი არის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საცალო ვაჭრობის ქსელი, რომელიც 50 ქვეყანაში ოპერირებს და დასაქმებული ჰყავს 82,000 ადამიანი


© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009