ქართული (Georgian) English

თბილღვინო კვლავ ლიდერობს ქართული ღვინის კომპანიების საერთაშორისო მედია რეიტინგში

გამოცემა Hvino News-მა უკვე მეორედ გამოაქვეყნა ქართული ღვინის კომპანიების საერთაშორისო მედია რეიტინგი. მათი ანგარიში ამჯერად 20 თვიან მონიტორინგს ემყარება. სიის სათავეში, ისევე როგორც 2012 წელს, არის თბილღვინო.

Hvino News არის პირველი გამოცემა, რომელიც ატარებს ქართული ღვინის ინდუსტრიის რეგულარულ მედია მონიტორინგს. მათ მიერ მომზადებულ ანალიზში ჩანს თუ რამდენჯერ იყო ნახსენები თითოეული კომპანია როგორც საერთაშორისო, ინგლისურენოვან მედიაში, ისე თავად Hvino News-ის სტატიებში.

მადლობას ვუხდით Hvino News-ს გაწეული სამუშაოსთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოების ინტერესი თბილღვინოს მიმართ მომავალშიც გამორჩეულად მაღალი იქნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

 
         

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009