ქართული (Georgian) English

თბილღვინო - „ოქროს ბრენდი 2013“ ტიტულის მფლობელი

თბილისი, 29 აპრილი 2014 - 100-მდე ექსპერტის შეფასებით Golden Brand 2013-ის გამარჯვებულად ქართული ღვინის კომპანიებს შორის “თბილღვინო” დასახელდა. აღსანიშნავია, რომ “თბილღვინომ“ „რჩეული ბრენდის“ ტიტული ექვსჯერ მიიღო - 2006, 2009, 2010, 2011, 2012 და 2013

 ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული და ხშირად ბიზნესის ოსკარად მოიხსენიება.

„ოქროს ბრენდი“ ავლენს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს თავიანთ სფეროში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და შეძლეს წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.  

 2014 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიური,  რიგით მეცხრე ცერემონია, Global Idea-ს და გაზეთ The FINANCIAL-ის ორგანიზებით სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009