ქართული (Georgian) English

Verallia - Saint Gobain Vetri-ის წარმოებული მემილიარდე ბოთლი თბილღვინოშია

„თბილღვინო“ მრავალი წელია წარმატებულად თანამშრომლობას მსოფლიოში ყველაზე მსხვილ იტალიურ კომპანიასთან Verallia - Saint Gobain Vetri, რომელიც კვების ინდუსტრიისთვის შესაფუთ მასალებს აწარმოებს.

 2014 წლის 19 თებერვალს Verallia - Saint Gobain Vetri-ის Bordolese Castelo -ს წარმოებამ მიაღწია მილიარდ ბოთლს, და სწორედ მემილიარდე ბოთლი მოხვდა „თბილღვინო“-ს წარმოებაში.

 ამ მნიშვნელოვანი ფაქტის აღსანიშნავად „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი მიწვეული გახლდათ იტალიაში, Verallia - Saint Gobain Vetri-ის ოფისში, სადაც საზეიმო ვითარებაში გადასცეს ამ ფაქტის აღსანიშნავად მომზადებული სიმბოლური ჯილდო.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009