ქართული (Georgian) English

თბილღვინო - „ოქროს ბრენდი 2014“ ტიტულის მფლობელი

თბილისი, 24 აპრილი 2015 - Golden Brand 2014-ის გამარჯვებულად ქართული ღვინის კომპანიებს შორის “თბილღვინო” დასახელდა. აღსანიშნავია, რომ “თბილღვინომ“ „რჩეული ბრენდის“ ტიტული შვიდგზის მიიღო - 2006, 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014

ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული და ხშირად ბიზნესის ოსკარად მოიხსენიება.

„ოქროს ბრენდი“ ავლენს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს თავიანთ სფეროში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და შეძლეს წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.  

2015 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიური,  რიგით მე-10 ცერემონია, Global Idea-ს და გაზეთ The FINANCIAL-ის ორგანიზებით სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009