ქართული (Georgian) English

“თბილღვინოს “ქვევრის“ღვინო ოქროს ჯილდოს მფლობელია

3 ივნისი, 2011 თბილისი - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-4 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, რომელიც მოეწყო საგამოფენო ცენტრის ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ჩატარდა ღვინის მე-3 საერთაშორისო კონკურსი. ეს იყო პირველი საერთაშორისო კონკურსი რომელიც ჩატარდა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით. საკონკურსო ღვინოების შეფასება მოხდა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტების სრული დაცვით - დახურული დეგუსტაციის მეშვეობით.

ღვინის საერთაშორისო კონკურსის 9 კაციანი ჟიური დაკომპლექტებული იყო უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებით, რომლებსაც თავმჯდომარეობდა ბრიტანული ჟურნალის „დეკანტერის“ რედაქტორი სტეფან ბრიუკი.

კონკურსზე წარმოდგენილი იყო 24 ქართული, იტალიური და ავსტრიული კომპანიის მიერ წარმოებული 58 დასახელების ღვინო. ჟიურიმ გასცა სულ 17 მედალი: 9 ოქრო და 8 ვერცხლი.

„თბილღვინოს“ მიერ  კონკურსზე წარდგენილ ღვინოებს შორის ოქროს ჯილდო მოიპოვა „ქვევრის“ ღვინომ, რომელიც წელს პირველად წარვადგინეთ ქართველი და უცხოელი მომხმარებლის წინაშე. ღვინო “ქვევრის“ დამზადებულია მრავალსაუკუნოვანი კახური  ტრადიცული წესით ჭაჭაზე სრული დადუღებით.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009