ქართული (Georgian) English

თბილღვინოს ღვინოებმა 2 ბრინჯაოს ჯილდო და 3 დიპლომი მიიღეს დეკანტერი 2011 პრესტიჟულ კონკურსზე

თბილღვინოს ღვინოებმა 2 ბრინჯაოს  ჯილდო და 3 დიპლომი მიიღეს დეკანტერი 2011 პრესტიჟულ კონკურსზე

სავაჭრო ნიშანი თბილღვინო

საფერავი 2010 წითელი მშრალი - ბრინჯაო

მუკუზანი 2010 წითელი მშრალი – ბრინჯაო

წინანდალი 2010 თეთრი მშრალი – სიგელი

კაბერნე-საფერავი 2010 – წითელი მშრალი – სიგელი

ქინძმარაული 2010 – წითელი ნახევრად ტკბილი – სიგელი

დეკანტერი მსოფლიოში ღვინის წამყვანი კონკურსია, რომელიც ცნობილია ღვინის შეფასების მკაცრი კრიტერიუმებით, რის გამოც დეკანტერმა  ღვინის მოყვარულთათვის მსოფლიო მაშტაბით შეიძინა გავლენიანი კონკურსის რეპუტაცია.

 

2011 წელს ღვინის 211  ექსპერტმა  შეაფასა 44 ქვეყნის  მიერ წარდგენლი 12,252 ნიმუში.

“დეკანტერის კონკურსში გამარჯვების მოპოვება ძალიან რთულია, რამდგანაც წარდგენილი ნიმუშებს აფასებენ მსოფლიოს  წამყვანი ექსპერტები. იმისთვის რომ დეკანტერის ჯილდო მიიღო უმაღლესი ხარისხის ღვინოს უნდა აწარმოებდე.  ჩვენ 2011 წელს  დეკანტერის კონკურსზე 2  ბრინჯაოს ჯილდო და 3 სიგელი ავიღეთ. ეს აღიარება ჩვენთვის დიდი მიღწევაა“- განაცხადა თბილღვინოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009