ქართული (Georgian) English

თბილღვინომ უმასპინძლა მსოფლიო დონის ღვინის ექსპერტების მიერ ჩატარებულ მასტერ კლასს

23 სექტემბერს, 12:30 „თბილღვინომ“ უმასპინძლა თავის ოფისში მსოფლიო დონის ღვინის ექსპერტების მიერ ჩატარებულ ღვინის მასტერ კლასსა და ბრმა დეგუსტაციას, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI)  ხელშეწყობით. ღონისძიება მიეძღვნა ორგანოლეპტიკურ ანალიზსა და მსოფლიო ღვინოების შეფასებას ქართულ ღვინოებთან, აგრეთვე ინფორმაციის გაზიარებას მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მიმდინარე უახლესი ტენდეციების შესახებ. ღონისძიებას გაუძღვა ღვინის ოთხი ექსპერტი, რომლებიც ქმნიან მსოფლიო აზრს ღვინის  შესახებ - დოქტორი პატრიკ ფარელი, ლიზა გრანიკი, პიტერ კოფი და ჯოელ ბატლერი.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009