ქართული (Georgian) English

IFC-ის ინვესტიცია ზრდის თბილღვინოს კონკურენტუნარიანობას

თბილისი, საქართველო, 4 ოქტომბერი, 2011 წელი - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, ხელი მოაწერა 1,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას თბილღვინოსთან, რაც საშუალებას მისცემს  თბილღვინოს ააშენოს ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმო კახეთის რეგიონში. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს IFC-ის  ვიცე-პრეზიდენტმა აღმოსავლეთში და სამხრეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში  დიმიტრის ციცირაგოსმა და თბილღვინოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა სასტუმრო თბილისი მარიოტში.

 

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ექსკლუზიურად კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

 

სესხი ნაწილია თბილღვინოს 3 მილიონი დოლარის ოდენობის საინვესტიციო პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების გაფართოებას, ექსპორტის მოცულობის გაზრდას, პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებას და კომპნაიის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009