ქართული (Georgian) English

თბილღვინო აშენებს ღვინის პირველად საწარმოს კახეთში

2011 წლის 4 ოქტომბერს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, ხელი მოაწერა 1,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას თბილღვინოსთან, რაც საშუალებას მისცემს თბილღვინოს ააშენოს ღვინის პირველადი საწარმო ყვარლის რაიონში.

სესხი ნაწილია თბილღვინოს 3 მილიონი დოლარის ოდენობის საინვესტიციო პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების გაფართოებას, ექსპორტის მოცულობის გაზრდას, პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებას და კომპანიის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

ღვინის პირველადი საწარმოს მშენებლობა დაიწყო 2012 წლის  6 იანვარს ყვარლის რაიონში. აღნიშნული პროექტისთვის განკუთვნილი ტერიტორია 1,5 ჰექტარს მოიცავს, უშუალოდ საწარმოო კორპუსი კი 2500 კვ/მ იქნება განლაგებული.

ღვინის პირველადი საწარმო აღჭურვილი იქნება იტალიური წარმოების Della Toffola-ს, ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით. პირველად საწარმოში შესაძლებელი იქნება 5,000 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავება სეზონზე.  ეს იქნება პირველი ყველაზე მაშტაბური და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ღვინის პირველადი საწარმო, რომელიც ბოლო წლებში აშენდა საქართველოში.

მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2012 წლის აგვისტოში. საწარმო ექსპლუატაციაში შევა და პირველი რთველის მიღება შესაძლებელი იქნება უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009