ქართული (Georgian) English

თბილღვინოს საფერავმა ვერცხლის ჯილდო მოიპოვა კატავინუმის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე ესპანეთში

თბილღვინოს საფერავი 2010 წლის მოსავალი დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით, კატავინუმის ღვინის საერთშორისო კონკურსზე (IWCC), რომელიც გაიმართა 2011 წლის დეკემბერში ესპანეთში.

ასეთი დონის ღვინის საერთაშორისო კონკურსები ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას პროფესიონალებსა და ღვინის მომხარებელს შორის გამარჯვებული ღვინის ხარისხის შესახებ. კონკურსზე მიღებული ჯილდო საკმაოდ მნიშვნელოვანი ორიენტირია ღვინის მოყვარულთათვის ღვინის შეძენისას და ექსპერტების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორებისთვის კი საუკეთესო მაჩვევენებლი, რაც ხაზგასმით მიუთითებს ღვინის საერთაშორისო აღიარებას.

კატავინუმის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მიღებულმა ჯილდომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილღვინოს რეპუტაცია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს აწარმოებს.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009