ქართული (Georgian) English

თბილღვინომ 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვა ჩინეთის ღვინის კონკურსზე

ჩინეთის ღვინის კონკურსი ერთადერთი კონკურსია, სადაც ღვინის შეფასება ხდება ჩინელი მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. შეფასების კრიტერიუმებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩინელი ღვინის მოყვარულების გემოვნებას ასახავს. ჩინეთის ღვინის კონკურსმა თავიდანვე მიიპყრო ისეთი ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ყურადღება, როგორებიცაა საფრანგეთი, ჩილე, ავსტრალია, იტალია, ესპანათი სულ 20 ზე მეტი ქვეყანა. კონკურსის მთავარ მიზანს წარმოადგენს, იმ ღვინობის წარმოჩენა და შეფასება რომლებიც ყველაზე მეტად არის მისაღები ჩინელი მომხმარებლისთვის.

კონკურსზე წარდგენილი იყო 700-ზე მეტი დასახელების ღვინო, რომელიც 40 კაცისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც ღვინის დისტრიბუტორები ასევე ექსპერტები მთელი მსოფლიოდან.

თბილღვინო, იყო ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ტრადიციული ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გვერდით  მონაწილეობა მიიღო. ამ კონკურსში  ქართული ყურძნისგან წარმოებულმა ღვინომ  უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.  ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის კონკურსზე მიღებული ჯილდო, რადგანაც ეს  აღიარება ხელს შეუწყობს თბილღვინოს პროდუქციის პოპულარობას ჩინეთის ბაზარზე, რაც საგრძნობლად გაზრდის გაყიდვების მოცულობას რეგიონში.

TBILVINO TM

წინანდალი განსაკუთრებული მარაგი  2010 თეთრი მშრალი - ვერცხლი

მუკუზანი  განსაკუთრებული მარაგი  2008 წითელი მშრალი  – ვერცხლი

საფერავი 2010 წითელი მშრალი - ბრინჯაო

წინანდალი 2009 თეთრი მშრალიდიპლომი

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.chinawineawards.com/results-china-wine-awards-2011

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009