ქართული (Georgian) English

თბილღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა

ქართული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო ღვინის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ლონდონში 2011 წლის 17-19 მაისს.

ეს არის ერთ-ერთი პრესტიჟული, სპეციალიზირებული გამოფენა, რომელსაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ეწვევიან ხოლმე.  გამოფენაზე მონაწილეობით თბილღვინომ შეძლო წარედგინა თავისი პროდუქცია ქართული ღვინით დაინტერესებული იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და ექსპერტებისთვის.

ლონდონის გამოფენაზე თბილღვინომ წარადგინა მის მიერ 2011 წელს გამოშვებული ახალი ღვინოები, შეხვდა პოტენციურ მყიდველებს, რასაც საბოლოოდ ახალი ბიზნესს ურთიერთობების დამყარება მოყვება.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თბილღვინოში პირველად ჩამოსხმულმა ქვევრის ღვინომ, რომელიც ტრადიციული კახური მეთოდით დამზადდა.

ასეთი ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით თბილღვინო მუდვიმად აფართოებს გაყიდვების მოცულობას და ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორის ბაზრებზე.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009