ქართული (Georgian) English

თბილღვინო - ოქროს ბრენდის მფლობელი

თბილისი, 4 აპრილი 2012 - 200-მდე ექსპერტის შეფასებით Golden Brand 2011-ის გამარჯვებულად ქართული ღვინის კომპანიებს შორის თბილღვინო დასახელდა. აღსანიშნავია, რომ თბილღვინო Golden Brand-ის ჯილდოს ოთხგზის მფლობელია - ეს საპატიო ტიტული კომპანიამ მიიღო 2006, 2009, 2010 წლებში.

ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული და იგი ხშირად ბიზნესის ოსკარად მოიხსენიება.

ოქროს ბრენდი ავლენს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებმაც თავიანთ სფეროში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და შეძლეს წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

„ამ ტიტულის მიღება ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ჯილდო კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ღვინის მაღალ ხარისხზე და კომპნიის წარმატებულ იმიჯზე“ - განაცხადა თბილღვინოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა.

2011 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიური,  რიგით მეშვიდე ცერემონია, Global Idea-ს და გაზეთ The FINANCIAL-ის ორგანიზებით სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია-ში გაიმართა.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009