10 მაისი, 2012 თბილისი - „ღვინის ისტორიის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი. ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსი ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას და ღვინის კულტურის, მოხმარების პოპულარიზაციას.
ღვინის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ქართულმა კომპანიამ. უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული საუკეთესო ღვინოები.
თბილღვინოს მიერ წარდგენილმა ღვინოებმა მიიღო 4 ვერცხლის ჯილდო და 3 დიპლომი.
ხვანჭკარა, 2011 წითელი ნახევრადტკბილი, - ვერცხლი
ქინძმარაული, 2011 წითელი ნახევრადტკბილი - ვერცხლი
მუკუზანი, 2008 წითელი მშრალი - ვერცხლი
ქვევრის, 2010 თეთრი მშრალი - ვერცხლი
წინანდალი განსაკუთრებული მარაგი, 2011- თეთრი მშრალი - დიპლომი
რქაწითელი, 2011 თეთრი მშრალი- დიპლომი
ტვიში, 2011 თეთრი ნახევრადტკბილი- დიპლომი