ქართული (Georgian) English

ლატვიასა და ლიტვაში ჩატარდა „ქართული ღვინის დღეები“

9-11 მაისი, 2012 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ლატვიასა და ლიტვაში ჩატარდა „ქართული ღვინის დღეები“. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშია.

თბილღვინოს მიეცა შესაძლებლობა წარედგინა თავისი პროდუქცია ქართული ღვინით დაინტერესებული კომპანიებისთვის და შეხვედროდა უკვე არსებულ პარტნიორებს.

ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული  ღვინის პოპულარიზაციას,  როგორც ქვეყნისა და ტრადიციების ერთ-ერთი ძირითადი  შემადგენელი ასპექტი.
© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009