ქართული (Georgian) English

ქართული ღვინის დეგუსტაცია სეულსა და ჰონგ კონგში

8-12 ივნისი, 2012 - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ღვინის საღამოები გაიმართა სეულსა და ჰონგ კონგში.

ჰონგ-კონგში ღვინის საღამო გახსნა ცნობილმა ღვინის მაგისტრმა, ღვინის თემატიკაზე მომუშავე გავლენიანმა ჟურნალისტმა დებრა მეიბურგმა, რომელმაც მიმოიხილა ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია.  თბილღვნომ 4 დასახელების  ღვინო წარუდგინა მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორისაც იყვნენ ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები და ჟურნალისტები.

აზიის ქვეყნებში ღვინის სპეციალიზირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილღვინოსთვის,  რაც ეხმარება კომპანიას ახალი ბაზრებისა და ღვინით დაინტერესებული კომპანიების მოძიებაში.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009