ქართული (Georgian) English

თბილღვინომ ყურძნის პირველადი გადამუშავების თანამედროვე საწარმო გახსნა კახეთის რეგიონში

3 სექტემბერი, 2012 - თბილღვინომ ყურძნის პირველადი გადამუშავების თანამედროვე საწარმო გახსნა ყვარელში, კახეთის რეგიონი. 

ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმო აღჭურვილია ცნობილი იტალიური კომპანიის Della Toffola-ს, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით.  2500 კვ/მ საწარმოო კორპუსი განთავსებულია 1,5 ჰექტარ ტერიტორიაზე.   პირველადი საწარმო  5,000 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა სეზონზე.   ეს არის ყველაზე მაშტაბური და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი პირველადი საწარმო, რომელიც ბოლო წლებში აშენდა საქართველოში.

აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის  (IFC), ხელშეწყობით, რომელმაც 1,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გაუხსნა თბილღვინოს.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009