ქართული (Georgian) English

თბილღვინომ უკრაინის დელეგაციას საქართველოში უმასპინძლა

11-14 სექტემბერი, 2012 – თბილღვინომ უკრაინული კომპანიის, ვინფორტის დელეგაციას უმასპინძლა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები უკეთ გაეცნენ თბილღვინოს ისტორიას, დააგემოვნეს ღვინოები, მოინახულეს თბილისის ღირშესანიშნაობები და მცხეთა, აგრეთვე ეწვიენ კახეთის რეგიონს.

ყვარელში, თბილღვინოს ახლად გახსნილ ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმოში, დაესწრენ ყურძნის მიღების და გადამუშავების პროცესს. 

ამ ვიზიტის ორგანიზება შესაძლებელი გახდა თბილღვინოსა და ვინფორტის ინიციატივის საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა უკრაინაში ვინფორტის HoReCa გაყიდვების მენეჯერებისთვის უკეთ გაგვეცნო ქართული, კერძოდ კი თბილღვინოს მიერ წარმოებული ღვინის ასორტიმენტი.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009