ქართული (Georgian) English

თბილღვინო- ქართული რთველის ერთ-ერთი სპონსორი ყაზახეთში

15 სექტემბერი, 2012 - არასამთავრობო ორგანიზაციამ Rotary Club of Almaty, ყაზახეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა ქართული რთველისადმი მიძვნილ საღამოს, რომლის ერთ-ერთი სპონსორი თბილღვინოც იყო. მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას და ტრადიციებს.

ღონისძიების მთავარი არსი იყო  საქართველოს მდიდარი ტრადიციების გაცნობა: ქართული სუფრა, ქართული ჰანგები, განუმეორებელი ქართული ღვინო სადღეგრძელობის ფონზე. სტუმრებმა უშუალოდ მიღეს მონაწილეობა ყურძნის დაწურვაში, რამაც მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009