ქართული (Georgian) English

თბილღვინოს მორიგი აღიარება ღვინის კონკურსზე საქართველოში

2012 წლის 22-24 სექტემბერს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის კონკურსი, სადაც 22 ქართულმა და უცხოურმა ღვინის კომპანიამ წარმოადგინა თავისი პროდუქცია.  უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული კომპანიები.  აღნიშნულ კონკურსზე 2 ჯილდო მოიპოვა თბილღვინოს მიერ წარმოებულმა ღვინოებმა:

ქვევრის  2010 - თეთრი მშრალი - ოქრო  (87 ქულა)

საფერავი განსაკუთრებული მარაგი 2010 - წითელი მშრალი - ვერცხლი (86,2 ქულა)
© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009