8-10 ნოემბერი, 2012 ჰონგ კონგი - თბილღვინომ მონაწილეობა მიიღო ჰონგ კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი Cathay Pacific Hong Kong International Wine and Spirits Competition რომლის ორგანიზატორიც არის ლონდონის International Wine and Spirits Competition. ამ კონკურსზე თბილღვინოს საფერავმა და მუკუზანმა ბრინჯაოს მედლები მიიღო.