ქართული (Georgian) English

კომპანია “თბილღვინოს” ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ხელმძღვანეობენ. ზურა პროფესიით მეღვინეა და გარდა იმისა, რომ საწარმოს უდგას სათავეში, იგი პრაქტიკულად უშუალოდ იღებს მონაწილეობას მეღვინეობის პროცესებში და პირადად ხელმძღვანელობს მეღვინეთა მთელ გუნდს, ვინიფიკაციის ყველა პროცესს. დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, გავლილი აქვს პრაქტიკები კალიფორნიაში, კერძოდ "WENTE Vineyards"-ში. გიორგი მარგველაშვილი პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლა.

© სს თბილღვინო. ყველა უფლება დაცულია 2009